გაციება, გრიპი, ჩუტყვავილა, წითელა - რამდენი დღის განმავლობაში ხართ გადამდები?

გაციება, გრიპი, ჩუტყვავილა, წითელა - რამდენი დღის განმავლობაში ხართ გადამდები?

კონკრეტული დაავადებები და ინკუბაციის პერიოდი.

ინკუბაციის პერიოდი არის დრო ინფექციური დაავადების შეყრიდან პირველი სიმპტომის გამოვლენამდე. დიახ, ამ პერიოდში გადამდები ხართ. 

კონკრეტული ვადა ასე გამოიყურება: 

• ადენოვირუსი 5-6 დღე, თუმცა შეიძლება მერყეობდეს 2-დან 14 დღემდე; 
• ჩუტყვავილა 10-დან 21 დღემდე; 
• გაციება 12 საათიდან 3 დღის განმავლობაში; 
• კოვიდ19 2-დან 14 დღემდე; 
• ხელის, ფეხისა და პირის დაავადება 3-დან 6 დღემდე;
• გრიპი 1-4 დღე; 
• წითელა 8-12 დღე; 
• მონონუკლეოზი 4-6 კვირა;
• ბაქტერიული კონიუნქტივიტი 24-72 საათი; 
• ვირუსული კონიუნქტივიტი 12 საათიდან 12 დღემდე; 
• წითურა 12-დან 23 დღემდე
• სტრეპტოკოკული ფარინგიტი 2-დან 5 დღემდე; 
• მოსიარულე პნევმონია 2-დან 4 კვირამდე; 
• ქლამიდია 7-დან 21 დღემდე; 
• გენიტალური მეჭეჭი 14 დღიდან 8 თვემდე; 
• გონორეა ერთიდან 14 დღემდე; 
• გენიტალური ჰერპესი 2-დან 12 დღემდე, თუმცა შესაძლოა იყოს თვეობითაც და წლობითაც კი; 
• სიფილისი 10-დან 90 დღემდე;
• ნაწლავის ჩხირის ინფექცია 8 საათიდან 10 დღემდე; 
• ლამბლიოზი ერთიდან 14 დღემდე; 
• ნოვოვირუსი 12-დან 48 საათამდე; 
• სალმონელას ინფექცია 12 საათიდან 4 დღემდე.