რა არის რესპირაცია?
მტკივნეული რესპირაცია ფილტვის ტკივილია, რომელიც აღმოცენდება ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის დროს.
აღსანიშნავია, რომ ფილტვებს არ აქვს ტკივილის რეცეპტორები, შესაბამისად, სუნთქვისას გამოვლენილი დისკომფორტი სულაც არ უკავშირდება უშუალოდ ამ ორგანოს (ფილტვს). რეალურად სიმპტომის მიზეზია ის მდგომარეობები, რომელიც გავლენას ახდენს ფილტვზე, სახსრებზე, გულის კუნთებზე.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ტკივილს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- დახრჩობა;
- გონების დაკარგვა;
- გულმკერდის ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება;
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
- კანის, თითების ან ფრჩხილების სილურჯე;
- ჭარბი ოფლიანობა;
- უეცარი თავბრუსხვევა;
- უჰაერობის განცდა.
მტკივნეული სუნთქვის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- პნევმონია;
- პლევრიტი;
- კოსტოქონდრიტი;
- პნევმოთორაქსი;
- პერიკარდიტი;
- გულმკერდის დაზიანება.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/324718