კალციუმი და მისი როლი ორგანიზმში

კალციუმი და მისი როლი ორგანიზმში

კალციუმი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

მისი დეფიციტი, ისევე როგორც სიჭარბე ნეგატიურად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე.

მას ძვლების სიმტკიცისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კალციუმის 99% ორგანიზმში თავმოყრილია ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, ხოლო დარჩენილი 1% სისხლში ცირკულირებს.

თუმცა კალციუმის როლი მხოლოდ ძვლის სიმტკიცეზე ზრუნვით არ შემოიფარგლება!

კალციუმი მნიშვნელოვანია:

  • ძვლისა და კბილების ფორმირებისთვის;
  • კუნთის შეკუმშვისთვის;
  • ენზიმების სათანადო ფუნქციონირებისთვის;
  • გულის ნორმალური რიტმისთვის;
  • ნერვული გამტარობის რეგულირებისთვის;
  • ჰორმონის გამომუშავებისთვის;  
  • სისხლის კოაგულაციისთვის.

კალციუმის დეფიციტი

ცხოვრების წესისა თუ ზოგიერთი მდგომარეობის გამო ორგანიზმში კალციუმის დონე მცირდება, მაგალითად, რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ბულემია, ანორექსია და კვების სხვა დარღვევები;
  • მაგნიუმის ჭარბი დოზა;
  • საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი მოხმარება;
  • რაციონში დიდი რაოდენობით ცილა და კალიუმი;
  • კოფეინის ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობა;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება;
  • ცელიაკიის დაავადება;
  • პანკრეატიტი და სხვა.

რეკომენდებულია მიირთვათ კალციუმით მდიდარი პროდუქტები, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მხოლოდ რაციონი ეფექტური არაა და ექიმმა შესაბამის კვლევაზე დაყრდნობით, შესაძლოა დაგინიშნოთ დანამატი - გაითვალისწინეთ, მედიკოსის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად დანამატის მიღება დაუშვებელია!

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/248958#how-much-calcium