რატომ ვშფოთავ უმიზეზოდ?

რატომ ვშფოთავ უმიზეზოდ?

უმიზეზო შფოთვა - როცა მღელვარებას ვერაფერს უკავშირებთ.

კონკრეტულ სიტუაციაში შფოთვა, მაგალითად, სამსახურში ახალი დავალება, სტრესული მდგომარეობა ოჯახში, პრობლემები პირად ურთიერთობაში, ფინანსური საკითხი და სხვა, სრულიად ნორმალურია და განიხილება როგორც ორგანიზმის ადეკვატური რეაქცია.

თუმცა რას იტყვით ისეთ მომენტებზე, როდესაც მღელვარება შემოგიტევთ და მიზეზს ვერაფერს უკავშირებთ? გეცნობათ სცენარი, მაგალითად, ღამით მოულოდნელად გაგეღვიძათ და ღელავთ, თუმცა ვერაფრით პულობთ შფოთვის მიზეზს. სინამდვილეში უმიზეზო არაფერია და თუ კონკრეტულ გამღიზიანებელს თვალნათლივ ვერ ხედავთ სულაც არ ნიშნავს რომ არ არის; ზოგჯერ შფოთვის მიზეზი მშვენივრად ახერხებს მიმალვას. 

მსგავს შემთხვევებში შესაძლო გამომწვევია: 

• შფოთვითი აშლილობა; 
• გენეტიკური წინასწარგანწყობა; 
• წარსულში გადატანილი ტრავმა; 
• ზოგიერთი საკვები და სასმელი (ხშირად მიზეზია კოფეინი, ალკოჰოლი);
• ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი; 
• მომავალზე დარდი; 
• ანამნეზში ზოგიერთი დაავადება. 

 

  

წყარო:  

https://www.calm.com/blog/feeling-anxious-for-no-reason