კალციუმი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია.
მისი დეფიციტი, ისევე როგორც სიჭარბე ნეგატიურად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე.
მას ძვლების სიმტკიცისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კალციუმის 99% ორგანიზმში თავმოყრილია ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, ხოლო დარჩენილი 1% სისხლში ცირკულირებს.
თუმცა კალციუმის როლი მხოლოდ ძვლის სიმტკიცეზე ზრუნვით არ შემოიფარგლება!
კალციუმი მნიშვნელოვანია:
- ძვლისა და კბილების ფორმირებისთვის;
- კუნთის შეკუმშვისთვის;
- ენზიმების სათანადო ფუნქციონირებისთვის;
- გულის ნორმალური რიტმისთვის;
- ნერვული გამტარობის რეგულირებისთვის;
- ჰორმონის გამომუშავებისთვის;
- სისხლის კოაგულაციისთვის.
კალციუმის დეფიციტი
ცხოვრების წესისა თუ ზოგიერთი მდგომარეობის გამო ორგანიზმში კალციუმის დონე მცირდება, მაგალითად, რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- ბულემია, ანორექსია და კვების სხვა დარღვევები;
- მაგნიუმის ჭარბი დოზა;
- საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი მოხმარება;
- რაციონში დიდი რაოდენობით ცილა და კალიუმი;
- კოფეინის ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობა;
- თირკმლის უკმარისობა;
- ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი;
- ნაწლავის ანთებითი დაავადება;
- ცელიაკიის დაავადება;
- პანკრეატიტი და სხვა.
რეკომენდებულია მიირთვათ კალციუმით მდიდარი პროდუქტები, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მხოლოდ რაციონი ეფექტური არაა და ექიმმა შესაბამის კვლევაზე დაყრდნობით, შესაძლოა დაგინიშნოთ დანამატი - გაითვალისწინეთ, მედიკოსის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად დანამატის მიღება დაუშვებელია!
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/248958#how-much-calcium