რა არის კოლაგენი?
კოლაგენი ორგანიზმის ცილის 30%-ს შეიცავს - აუცილებელია კანისთვის, კუნთისთვის, ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის. კოლაგენს შეიცავს ორგანოები, სისხლძარღვები და ნაწლავის ამომფენი.
კოლაგენის ფუნქციაა:
- ეხმარება ფიბრობლასტს ფორმირდეს კანის შუა ფენაში, რაც ახალი უჯრედების წარმოქმნის გარანტია;
- კანის მკვდარ უჯრედებს ანაცვლებს;
- ორგანოების დამცავი სარჩულია;
- კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს ანიჭებს;
- ორგანიზმს ეხმარება სისხლის შედედებაში.
ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში ნაკლები კოლაგენი გამომუშავდება; ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალშისაცემია მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. სრულიად ბუნებრივია, რომ 60 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს აქვს კოლაგენის დეფიციტი.
ორგანიზმში კოლაგენის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, კერძოდ:
- თამბაქო;
- რაციონში ჭარბი დოზით შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები;
- ულტრაიისფერი გამოსხივება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/23089-collagen