ქუთუთოს დერმატიტის პრევენციის მეთოდები

ქუთუთოს დერმატიტის პრევენციის მეთოდები

როგორ ავირიდოთ თავიდან ქუთუთოს დერმატიტი?

ქუთუთოს დერმატიტმა შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება, გაღიზიანება, თვალის ქავილი. არაერთი მიზეზის ფონზე ჩნდება, შესაბამისად, გამომწვევ გამღიზიანებელს უნდა მოერიდოთ და ამ გზით შეძლებთ მომავალში დერმატიტისგან თავის არიდებას. თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც ეფექტურადაა მიჩნეული ქუთუთოს დერმატიტის საპრევენციო ტაქტიკისთვის.

რეკომენდებულია:

  • არ გამოიყენოთ ვადაგასული კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებები;
  • თვალის არეში არ უნდა მოხვდეს ისეთი ალერგიული თუ ამქერცლავი ინგრედიენტები, რომელსაც ზოგიერთი კოსმეტიკური ნაწარმი შეიცავს;
  • თუ კანის მოვლის ახალ პროდუქციას შეიძენთ თავდაპირველად მხოლოდ კანის მცირე არეზე დაიტანეთ და დააკვირდით - თუ არ გამოგივლინდათ ალერგიული რეაქცია და დისკომფორტი, კვლავ გამოიყენეთ;
  • ნუ შეეხებით თვალებს და ნუ მოიფხანთ ან მოისრესთ;
  • საკვებისმიერი ალერგია სახუმარო არაა და კარგად დააკვირდით რას მიირთმევთ;
  • თუ მგრძნობიარე კანი და თვალები გაქვთ ან მაქსიმალურად შეზღუდეთ კოსმეტიკა და სხვა საშუალებები, ან უპირატესობა მიანიჭეთ ჰიპოალერგიულს;
  • თუ იცით რომ ამინდისა და გარემოს გამო ისეთ სივრცეში აღმოჩნდებით, სადაც კონტაქტი გექნებათ გამღიზიანებლებთან, ისარგებლეთ ხელთათმანითა და სათვალით ან თვალის სხვა დამცავი საშუალებებით;
  • კანისთვის მსუბუქი საპონი შეიძინეთ. ასევე არ იყიდოთ ისეთი ტანის დასაბანი და შამპუნი, რომელიც გამღიზიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/eyelid-dermatitis