რას ნიშნავს ინკუბაციის პერიოდი?

რას ნიშნავს ინკუბაციის პერიოდი?

ინფექციებისა და დაავადებების საინკუბაციო პერიოდი.

ინკუბაციის პერიოდი არის ვადა, რომელიც გიჩვენებთ იმას თუ ინფექციურ დაავადებასთან შეხებიდან რამდენ ხანში გამოგივლინდებათ სიმპტომები.

ექიმები ამ პერიოდს, ძირითადად, რამდენიმე დღედ ან კვირად ყოფენ.

თავისთავად, რესპირატორული გზით გადამდები დაავადებები მარტივად ვრცელდება და პაციენტი უკვე გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც კი, ანუ ვიდრე თავად მიხვდება რომ ავადაა (სიმპტომების გამოვლენამდე).

საინკუბაციო პერიოდში მიკრობები ორგანიზმში რეზისტენტული ხდება და რეპროდუქციას იწყებს. მალევე იმუნური სისტემა თავდაცვით ეჟიმზე გადადის და შემოჭრილ ბაქტერიებთან ბრძოლას იწყებს. 

ინკუბაციის პერიოდის შესახებ (კონკრეტული დაავადებისას) ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რადგან ეს ინფორმაცია გამოგადგებათ შემდეგი ტაქტიკისთვის: 

• მიხვდებით სად და როდის, რა ვითარებაში გქონდათ კონტაქტი მიკრობთან;
• გეცოდინებათ რამდენი დღით უნდა იყოთ კარანტინში სხვები რომ დაიცვათ;
• დიაგნოსტირება გაცილებით მარტივია, შესაბამისად, დროულად დაიწყებთ მკურნალობას, რაც სწრაფი გამოჯანმრთელების გარანტია. 

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/articles/incubation-period