ყრუ ან ბასრი ტკივილი სუნთქვის დროს

ყრუ ან ბასრი ტკივილი სუნთქვის დროს

გამომწვევი მიზეზები.

თუ უჩივით ყრუ ან ბასრ ტკივილს სუნთქვის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან სავსებით მოსალოდნელია ეს სიმპტომი სერიოზული მდგომარეობის მანიშნებელი იყოს.

აღნიშნული სიმპტომი არაერთი ფაქტორის ფონზე ვლინდება, კერძოდ, შესაძლოა დამნაშავე იყოს სხეულის პოზა ან ჰაერის ხარისხი.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ უმიზეზოდ გამოგივლინდათ გულმკერდის ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება, ან ანამნეზში გაქვთ ქრონიკული დაავადება, რომელიც სუნთქვის პროცესს ართულებს.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მტკივნეული სუნთქვის მიზეზია ტრავმა გულმკერდის არეში.

სხვა მიზეზებია:

  • ინფექცია;
  • ფილტვის ტრავმა და დაავადებები;
  • გულის დაავადებები და გულის სხვა პრობლემები;
  • გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადება;
  • პანიკური შეტევა.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ სუნთქვის დროს გაწუხებთ გულმკერდის ტკივილი და ამ ჩივილს თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:

  • გონების დაკარგვა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • აჩქარებული სუნთქვა;
  • სუნთქვისას ნესტოების გაბერვა;
  • შეგრძნება თითქოს საკმარისი ჰაერი არაა;
  • გაგუდვის შეგრძნება;
  • დაბნეულობა;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • ფერმკრთალი კანი;
  • თავბრუსხვევა;
  • კანის, თითების, ტუჩის მოლურჯო შეფერილობა;
  • სისხლის ამოხველება;
  • სიცხე.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/painful-respiration#causes