იტალიელები ამბობენ, ტოსკანას უნიკალურ მიკროკლიმატს, შესანიშნავ სამზარეულოს და ადგილობრივ ღვინოს, შეუძლია განკურნოს პაციენტი ნებისმიერი ავადმყოფობისგანო.
თერმული კურორტი თერმე დი სორანო იტალიის გულში, სტუმართმოყვარე ტოსკანაშია განთავსებული, სწორედ ის ადგილია, სადაც იტალიელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ეპატიჟებიან სტუმრებს, ჩვეული გულღიობით მასპინძლობენ და ახალი ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებით დატვირთულებს აბრუნებენ სამშობლოში.
ჩვენი კომპანია, როგორც საქართველოში თერმე დი სორანოს ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია „დოქტორ ჯეოს“ მიწვევით ტოსკანას საუკეთესო კურორტს ესტუმრა. 12-16 მაისს, გაიმართა სპეციალური ტური კომპანიებისათვის, რომლებიც სამედიცინო ტურიზმის სფეროში ოპერირებენ.
HTI Center ნებისმიერ შეთავაზებულ მიმართულებას მხოლოდ საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ სთავაზობს მომხმარებელს, რაღა თქმა უნდა, მოწვევას დაუფიქრებლად დავთანხმდით და კურორტი თავად მოვინახულეთ. იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული და სამედიცინო ტურიზმის სფეროში ყველაზე მოთხოვნადი ცენტრი - Terme di Sorano ბრწყინვალე რეზიდენციაა, სადაც დამსვენებელი იღებს მომსახურების სრულ პაკეტს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიმართულებებით. ბიკარბონატის მაგნიუმის ტიპის თერმული წყალი, მუდმივად შენარჩუნებული 37,5 გრადუსამდე ტემპერატურით განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს დამსვენებელს.
კურორტზე სპეციალური პროგრამაა გათვალისწინებული კუნთოვანი სისტემის, ართრიტისა და ართროზის, სახსრების დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ასევე საუკეთესო მიდგომები ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, რეკომენდირებულია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს და ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
კომპანია HTI Center იზიარებს იტალიელთა გადაუჭარბებელ შეფასებას და სრული პასუხისმგებლობით უწევს რეკომენდაციას უნიკალურ კურორტ Terme di Sorano - ს სტუმართმოყვარე ტოსკანაში. ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ ფასებს და სრულყოფილ ტურისტულ მომსახურებას შესანიშნავ იტალიურ კურორტზე მოსახვედრად, დაუვიწყარი მოგონებებისა და ახალი სასიცოცხლო ძალების მობილიზებისათვის.