რა არის არტერიული თრომბოზი?
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ თრომბი არტერიაში ჩამოყალიბდა. როდესაც სისხლის მიმოქცევის უნარი ირღვევა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები ვეღარ მარაგდება, ფატალური შედეგის რისკია მოსალოდნელი.
თრომბი შესაძლებელია ფორმირდეს სხეულის ნებისმიერ არეში, თუმცა თუ სისხლი არტერიაში შედედდება, ექიმი დიაგნოზში არტერიულ თრომბოზს მიუთითებს.
არტერიული თრომბოზისას სავსებით მოსალოდნელია პაციენტს სიმპტომები არ გამოუვლინდეს, თუმცა უშუალოდ იშემია პროგრესირებს შემდეგი ნიშნებით:
- ინფარქტი;
- ინსულტი;
- კიდურის კრიტიკული იშემია;
- ნაწლავის იშემია.
ასევე ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- სხეულის რომელიმე უბნის დაბუჟება;
- თავის ტკივილი;
- გულმკერდის ტკივილი;
- სუნთქვის გაძნელება;
- პაციენტს უჭირს კიდურის მოძრაობა;
- თავბრუსხვევა;
- მუცლის ტკივილი.
ადამიანებს, რომელთაც არტერიული თრომბოზი უვლინდებათ, ხშირად აქვთ ათეროსკლეროზი, ანუ ცხიმოვანი დეპოზიტები.
ათეროსკლეროზისა და არტერიული თრომბოზის რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:
- თამბაქო;
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლი;
- სიმსუქნე, ჭარბი წონა;
- ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფნა;
- ათეროსკლეროზით ავადობის ოჯახური ისტორია და დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევისა თუ ცუდი ქოლესტეროლის პერსონალური ანამნეზი.
წყარო:
https://www.healthline.com/health/arterial-thrombosis