ნერწყვდენა

ნერწყვდენა

რას ნიშნავს ნერწყვდენა?

ნერწყვდენა ნიშნავს იმას, რომ ნერწყვი პირის ღრუდან უნებლიედ მოედინება. გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი ნერწყვი, პირის გარშემო სუსტად განვითარებული კუნთი. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ნერწყვდენა ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომია.

მკურნალობისთვის მოწოდებულია მედიკამენტები, მოტორული თერაპია და ქირურგიული ჩარევა.

ჭარბი ნერწყვის მიზეზი ხშირად არის ციტრუსი და შაქრიანი საკვები.

ნერწყვდენა ნორმალურია ახალშობილებსა და 2 წლამდე ასაკის პატარებში. ნერწყვდენა, ფაქტობრივად, პიკს აღწევს 3-დან 6 თვემდე ასაკში და სიმპტომი შესაძლოა გამწვავდეს კბილების ამოჭრის პერიოდში.

ნერწყვდენა შესაძლოა იყოს შემდეგი ნევროლოგიური პათოლოგიების სიმპტომი:

  • ინსულტი;
  • ცერებრალური დამბლა;
  • პარკინსონის დაავადება;
  • ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი;
  • გაფანტული სკლეროზი და სხვა.

ნერწყვდენა შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი ტიპის ინფექციების გამო:

  • სტრეპტოკოკური ფარინგიტი;
  • მონონუკლეოზი;
  • სინუსური ინფექცია;
  • ტონზილიტი.

სხვა მიზეზებია:

  • ალერგია;
  • ქრონიკული მჟავა რეფლუქსი;
  • შეშუპებული ადენოიდები;
  • პესტიციდებით მოწამვლა;
  • მწერის ან გველის ნაკბენი;
  • ორსულობის გვერდითი მოვლენა;
  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.

ზოგჯერ მიზეზია ძილის პოზაც, მაგალითად, ნერწყვდენა ხშირია მუცელზე ან გვერდზე ძილის მოყვარულებში.

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/22384-drooling