უცხო სხეულის გადაყლაპვა

უცხო სხეულის გადაყლაპვა

ამ შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში.

პატარა ადამიანები უცხო სამყაროს შეცნობისას თითქმის ყველაფერს პირში იდებენ, რაც სახიფათოა. დიახ, ნამდვილად ასი ყური და თვალია საჭირო, როცა საქმე ბავშვს ეხება და ნებისმიერი უცხო სხეული, რომელიც მარტივად მოთავსდება პირის ღრუში, მათი სივრციდან უნდა მოაშოროთ!

ბევრ კლინიკურ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი სისტემა გადაყლაპული საგნის მონელებას ახერხებს და ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით იცილებს; თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უცხო სხეული საყლაპავ მილში გაიჭედა ან სხვადასხვა ორგანო თუ ქსოვილი დააზიანა. როგორ მარტივადაც არ უნდა ჩაიაროს მსგავსმა შემთხვევამ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

როდესაც უცხო სხეული სასუნთქ გზას ახშობს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • დახრჩობა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ხველა;
  • ხიხინი, ხრიალი.

თუ უცხო სხეული ბავშვმა გადაყლაპა და პატარას არ გამოუვლინდა სიმპტომები ეს იმას ნიშნავს, რომ ნივთმა ყელი უკვე გაიარა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჩააღწია. უცხო სხეული ბუნებრივი გზით გამოაღწევს ორგანიზმიდან (კუჭის მოქმედება) ან გამოვლინდება სიმპტომები თუ სხეული მის გამოდევნას ვერ შეძლებს.

უცხო სხეული საყლაპავ მილში ან ნაწლავშია გაჭედილი თუ გამოვლინდა შემდეგი ნიშნები:

  • ღებინება;
  • ნერწყვდენა;
  • გულმკერდის ან ყელის ტკივილი;
  • მუცლის ტკივილი;
  • სიცხე;
  • გაგუდვის შეგრძნება.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს, რადგან უცხო სხეულმა შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს. მაგნიტური ნივთის გადაყლაპვა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

 

 

წყარო:    

https://www.healthline.com/health/foreign-object-inhaled-or-swallowed#treatment