ქუნთრუშა

ქუნთრუშა

რა არის ქუნთრუშა?

ქუნთრუშა ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც იმ ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება, ვისაც სტრეპტოკოკული ფარინგიტი აქვს. 

ინფექცია გავრცელებულია 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

წლების წინ ეს დიაგნოზი ძალიან საშიში იყო, თუმცა ანტიბიოტიკოთერაპიის შემუშავების ფონზე ავადობის სიმძიმემ იკლო - თავისთავად, სიმპტომებს ადეკვატური და დროული მართვა ახლაც სჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გულის, თირკმელისა და სხვა ორგანოების დაზიანების რისკი.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპომები:

• წითელი გამონაყარი; 
• წითელი ხაზები; 
• აჭარხლებული სახე; 
• მარწყვისმიერი ენა; 
• სიცხე 38 და მეტი გრადუსი კანკალის ფოზე; 
• მტკივნეული, ანთებითი და წითელი ყელი;
• ყლაპვის გაძნელება; 
• გულისრევა ან ღებინება; 
• მუცლის ტკივილი; 
• თავისა და სხეულის ტკივილი.

დაუკავშირდით პედიატრს თუ ბავშვი უჩივის ყელის ტკივილს და ამ სიმპტომს თან ერთვის შემდეგი ნიშნები: 

• მაღალი სიცხე (38 და მეტი); 
• შეშუპებული ჯირკვლები; 
• წითელი გამონაყარი.

პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკაში ამ სიმპტომების დროს:

• სუნთქვის უკმარისობა მოსვენებულ მდგომარეობაში; 
• სუნთქვის გაძნელება; 
• ხმაური სუნთქვის დროს; 
• სწრაფი სუნთქვა; 
• გულმკერდის ტკივილი; 
• პაციენტს უჭირს სითხის ან ნერწყვის გადაყლაპვა;
• ვერ აღებს პირს ნორმალურად; 
• უენერგიობა, დაბნეულობა, გამოფხიზლების პრობლემა; 
• თავბრუსხვევა ჯდომის ან დგომის დროს; 
• ნერწყვდენა; 
• მუდმივი ან მწვავე ღებინება თუ დიარეა; 
• გაუწყლოება.

ქუნთრუშას მიზეზი A ჯგუფის სტრეპტოკოკია.

ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის წვეთებით (ხველება ან ცემინება).

ინკუბაციის პერიოდი მოიცავს 2-დან 4 დღემდე პერიოდს.

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/scarlet-fever/symptoms-causes/syc-20377406