რა არის სტრიდორი, სტვენადი სუნთქვა?
სტრიდორი არის ხმაური სუნთქვის დროს. ამ დიაგნოზის დროს ჩასუნთქვისას თუ ამოსუნთქვისას ერთგვარი სტვენა ისმის.
ამ სიმპტომს უამრავი პათოლოგია იწვევს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მიზეზია უცხო სხეულის გაჭედვა სასუნთქ გზებში. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ხმაური სუნთქვის დროს სავსებით შესაძლებელია სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომი იყოს.
სტრიდორი შესაძლოა გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა გავრცელებულია ბავშვებში - ზრდასრულებთან შედარებით პატარების სასუნთქი გზა გაცილებით ვიწროა, შესაბამისად, რისკი ამ ასაკის კატეგორიაში მაღალია.
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე სავსებით მოსალოდნელია გამოვლინდეს სხვა ნიშნებიც, კერძოდ:
- ხველა;
- ნერწყვდენა;
- ხრინწიანი ხმა;
- სიცხე;
- ტკივილი ყელისა და კისრის არეში;
- ყელისა და კისრის შეშუპება;
- დისკომფორტი ყლაპვის დროს.
სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი შემდეგი მწვავე სიმპტომების დროს:
- სუნთქვის გაძნელება;
- ტუჩი, კანი ან თითები იძენს იისფერ თუ ლურჯ შეფერილობას;
- ვერ ახერხებთ საკვებისა თუ სასმელის მიღებას;
- ამოახველეთ სისხლი.
სუნთქვის დროს ხმაურის მიზეზია:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექცია;
- უცხო სხეულის გამო სასუნთქი გზების დახშობა;
- ტრავმა სასუნთქი გზების არეში;
- შეშუპება;
- ალერგიული რეაქცია;
- აბსცესი;
- ხმის იოგის დისფუნქცია ან პარალიზი;
- კისრის არეში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია;
- თამბაქო ან ქიმიური ნივთიერების ჩასუნთქვა;
- აბსცესი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23303-stridor#symptoms-and-causes