თუ ყელში ჩაგარტყეს

თუ ყელში ჩაგარტყეს

ყელის ტრავმა და საყურადღებო სიმპტომები.

ყელის არეში მიღებულმა ტრავმამ შესაძლოა დააზიანოს ბევრი შინაგანი სტრუქტურა და მათ შორის სისხლძარღვი, ზურგის ტვინი, სასულე.

ექიმები ამ ტიპის დაზიანებას ბლაგვ ტრავმას უწოდებენ - დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ სხეულს მიადგა დარტყმა, თუმცა არ დაიღვა კანის მთლიანობა, ანუ არ ფიქსირდება ღია ჭრილობა. 

სიმპტომები იმის მიხედვით ჩნდება თუ ყელის რომელი უბანი დაზიანდა. გავრცელებული ჩივილია: 

• დისკომფორტი; 
• ტკივილი ყლაპვის დროს; 
• ჩახლეჩილი ხმა; 
• მეტყველების გაძნელება; 
• ხიხინის მაგვარი ხმაური;
• ჩალურჯებები; 
• ხველება; 
• სისხლის ამოხველება. 

აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მაშინაც კი თუ სიმპტომები უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, რადგან ამ არეში მიღებული ტრავმა შესაძლოა სერიოზული დაავადების პროგრესირების მიზეზი გახდეს. 

უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ყელის ტრავმისას გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები: 

• სუნქვის გაძნელება; 
• ყელის ტკივილი; 
• ხერხემლის ტკივილი; 
• სისუსტე ან დაბუჟება; 
• გიჭირთ სიარული ან კიდურის მოძრაობა; 
• შესამჩნევი შეუპება ან ტკივილი; 
• ხიხინი. 

 

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/punched-in-the-throat