სისხლდენა ყურიდან

სისხლდენა ყურიდან

რა იწვევს ყურიდან სისხლდენას?

საუბარია მდგომარეობაზე, როდესაც სისხლია ყურში ან სისხლი მოედინება ყურიდან. იგი არაერთი ტრავმისა და მდგომარეობის სიმპტომია. 

უშუალოდ ყურიდან სისხლდენა არ ხდება გართულების მიზეზი, თუმცა მდგომარეობის დამძიმება შეუძლია იმ პათოლოგიას, რომლის გამოც ეს ჩივილი გაწუხებთ. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. 

თუ სისხლდენა ჩამოყალიბდა თავის დარტყმის ან ტრავმის გამო გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება. 

პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემდეგი სიმპტომების დროს: 

• თავბრუსხვევა; 
• ცხვირიდან სისხლდენა; 
• გულისრევა ან ღებინება; 
• მხედველობის პრობლემა; 
• დაბნეულობა ან გონების დაკარგვა; 
• სმენის დაქვეითება. 

გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე სავსებით მოსალოდნელია ყურიდან სისხლდენას თან ერთვოდეს სხვა ნიშნებიც, კერძოდ: 

• ყურის ტკივილი; 
• სიცხე; 
• სმენის დაქვეითება;
• სახის პარალიზი; 
• თავბრუსხვევა; 
• ყურებში ხმაური.

ყურიდან სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს: 

• ტრავმა ან ჭრილობა; 
• დაფის აპკის რუპტურა; 
• ყურის მწვავე ინფექცია; 
• უცხო სხეული ყურში; 
• ყურის კიბო. 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21084-ear-bleeding