სტუპორი - როდესაც ადამიანი გაშეშებულია

სტუპორი - როდესაც ადამიანი გაშეშებულია

რა არის სტუპორი?

სტუპორი სერიოზული მენტალური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი არ რეაგირებს ნორმალურ საუბარზე და რეაქცია აქვს მხოლოდ ფიზიკურ სტიმულირებაზე. კომისგან იმით განსხვავდება, რომ კომაში მყოფი პაციენტი გარე გამღიზიანებლის გამო არ იღვიძებს, ხოლო სტუპორის დროს პიროვნებას რეაქცია აქვს ტკივილზე ან სხვა ტიპის სტიმულაციაზე. 

სტუპორი იწვევს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ სიმპტომებს, მაგალიად, სავსებით მოსალოდნელია გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები: 

• ზედმეტად ნელა ან სწრაფად სუნქვა; 
• კუნთების სპაზმი პათოლოგიური გზით; 
• გუგა ნორმალურზე უფრო მეტად ფართოა ან შევიწროებული; 
• გუგა არ რეაგირებს სინათლეზე. 

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია: 

• ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; 
• ტვინის ანევრიზმა; 
• ტვინის სიმსივნე; 
• მხუთავი აირით მოწამვლა; 
• გულის გაჩერება; 
• დემენცია; 
• დელირიუმი; 
• ენცეფალიტი; 
• თავის ტრავმა; 
• ჰიპერგლიკემია; 
• ჰიპონატრემია; 
• თირკმლის უკმარისობა; 
• ღვიძლის უკმარისობა; 
• მენინგიტი; 
• შეტევა; 
• სეფსისი; 
• ინსულტი და სხვა. 

სტუპორი ყოველთვის განიხილება როგორც ემერჯენსი მდგომარეობა, შესაბამისად, პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში - აუცილებელია დროულად დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და დაინიშნოს მკურნალობის კურსი.

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/stupor