3 ივნისს სამედიცინო ტურიზმის ონლაინ კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობენ სამედიცინო ტურიზმის სფეროს წარმატებული და ლიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოდან.
საქართველოდან ონლაინ კონფერენციის მომხსენებელი გახლავთ ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა „სოციალური გარემოს ტრანსფორმაცია პანდემიის შემდეგ“.
კონფერენციაში მონაწილეობენ მომხსენებლები შემდეგი ქვეყნიდან:
- აშშ;
- ისრაელი;
- თურქეთი;
- საბერძნეთი;
- გერმანია;
- ხორვატია;
- უკრაინა;
- ჩინეთი;
- სლოვენია;
- იტალია;
- რუსეთი;
- ბულგარეთი;
- ესპანეთი;
- ინდოეთი;
- იორდანია;
- კანადა;
- ავსტრია;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა გამოწვევის წინაშეა სამედიცინო ტურიზმი და როგორია სამომავლო პერსპექტივები, რა გავლენა იქონია პანდემიამ ცხოვრების წესზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რა ტიპის რეგულაციებია შემუშავებული კლინიკებსა თუ სამკურნალო კურორტებზე და სხვა.
მომხსენებლები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, დასახავენ სამომავლო გეგმებს.
გლობალური ონლაინ კონფერენციის მასპინძელია სამედიცინო ტურიზმის სფეროს წამყვანი კომპანია BookingsMed, რომელიც წლებია წარმატებით მასპინძლობს საერთაშორისო შემეცნებით ტურებსა და საერთაშორისო კონფერენციებს. აღნიშნული საერთაშორისო ტექნოლოგიური პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე კლინიკებს, თერმულ-სამედიცინო ცენტრებსა და ტურისტულ სააგენტოებს.
ჩვენი ორგანიზაცია, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი კი თანამშრომლობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მოქმედ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ კლინიკებთან, სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრებთან, სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებთან, ბალნეოლოგიურ კურორტებთან.