გამომწვევი მიზეზები.
ტკივილი, რომელსაც ყლაპვისას გრძნობთ, როგორც წესი, ვითარდება ყელის ინფექციისა თუ ტრავმის გამო.
ყელის ქსოვილების ანთებითი პროცესისას ხშირად უჩივიან ტკივილს მთქნარების დროს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მთქნარებისას ტკივილის მიზეზია გაციება, გრიპი და ზოგჯერ გაცილებით სერიოზული დაავადება, მაგალითად, ხორხის კიბო ან ეპიგლოტიტი.
ყელის სიმშრალის თანმხლები დისკომფორტია ერთგვარი ფხაჭნის შეგრძნება ყლაპვის, საუბრისა თუ მთქნარებისას.
სხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
• სტრეპტოკოკური ფარინგიტი;
• მონონუკლეოზი;
• ტონზილიტი;
• ორალური რძიანა;
• ეზოფაგიტი;
• რეტროფარინგული აბსცესი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყელის ტკივილი ექვემდებარება მკურნალობას სახლის პირობებში.
თუმცა ექიმს უნდა მიმართოთ ამ სიმპტომების დროს:
• ნუშურა ჯირკვლის შეშუპება ერთ მხარეს;
• მაღალი სიცხე;
• შეშუპებული ჯირკვლები;
• სუნთქვის გაძნელება;
• მწვავე ტკივილი;
• ტკივილი, რომელიც გაწუხებთ რამდენიმე დღეა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/yawning-hurts-throat