ხშირად გაქვთ გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და მიზეზი გაინტერესებთ?
მიზეზი შეიძლება იყოს ვიტამინის დეფიციტი, გაუწყლოება, დიეტა, იმუნური სისტემის დარღვევები.
შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ზოგჯერ პირდაპირი კავშირი იკვეთება უძილობასა და დასუსტებულ იმუნიტეტს შორის, რაც თავისთავად ხშირი ავადობის მიზეზია. ძილის დეფიციტის დროს მნიშვნელოვნად ქვეითდება ორგანიზმის ბუნებრივი პროცესი ებრძოლოს ინფექციებსა და ვირუსებს.
ყურადღება უნდა მიაქციოთ პირად ჰიგიენაზე ზრუნვას, კერძოდ, ხელების რეგულარულად დაბანას წყლითა და საპნით.
ხელები დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ეხება ბინძურ საგნებსა და ზედაპირებს, შესაბამისად, გარე ბაქტერიებთან თუ ვირუსებთან კონტაქტი მუდმივად გიწევთ.
იმისთვის, რომ მავნე მიკრობებმა ორგანიზმში ვერ შეაღწიონ ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები და არ შეეხოთ სახეს. ხელების დაბანას უნდა უთმობდეთ მინიმუმ 20 წამს - (წაიმღერეთ ცნობილი სიმღერა „გილოცავ დაბადების დღეს“).
ყურადღება უნდა მიაქციოთ კბილებსაც, რადგან პირის ღრუ ერთგვარი ჯანმრთელობის ფანჯარაა.როდესაც პირის ღრუში მავნებელი ბაქტერიების რიცხვი მაღალია ყალიბდება ანთებითი პროცესი, შესაბამისად, ზარალდება სხეულის ნებისმიერი არე.
ხშირი გაციების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია სტრესის მართვა. ქრონიკული სტრესი, ფაქტობრივად, ანგრევს ორგანიზმს, აქვეითებს იმუნიტეტს, სხეულს აღარ შეუძლია გამოიმუშაოს ბუნებრივი იმუნური რეაქცია.
წყარო:
https://www.healthline.com/health/cold-flu/always-sick