ღამით ხველამ რომ არ გაგაღვიძოთ

ღამით ხველამ რომ არ გაგაღვიძოთ

სავსებით მოსალოდნელია ხველება გამწვავდეს ღამით, როდესაც ადამიანი წევს და დაძინებას ცდილობს.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭიროა ექიმის დახმარება, ხოლო ზოგჯერ ამ სიმპტომის მართვა (მსუბუქი მიმდინარეობისას) შესაძლებელია სახლის პირობებში. მთავარია იცოდეთ თუ რა იწვევს ხველას, მაგალითად, არის თუ არა მიზეზი ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია, იქნებ ალერგიული რეაქციის ფონზეა წარმოქმნილი. დიაგნოსტირების საფუძველზე დაინიშნება მკურნალობის კურსი.

ხველების სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
  • გულის უკმარისობა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • რესპირატორული ინფექცია;
  • ფილტვის დაავადება;
  • ხმოვანი იოგების დაზიანება;
  • ძილის აპნოე.

თავისთავად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რისკი მაღალია მწეველებში. ამ დიაგნოზის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი სწორედ რომ ხველაა.

ღამით ხველის პრევენციაში შესაძლოა დაგეხმაროთ შემდეგი რეკომენდაცია:

  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ალერგენებს;
  • გაწმინდეთ ოთახები მტვრისგან;
  • საძინებელში სათანადოდ უნდა ფუნქციონირებდეს ჰაერის გამწმენდი ფილტრები;
  • მართეთ ასთმა;
  • ღამით დახურეთ ფანჯრები;
  • თუ შესაძლებელია მოერიდეთ ისეთ გარემოს, სადაც ჰაერი დაბინძურებულია.

წყარო:  

https://www.healthline.com/health/coughing-at-night