დიდი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან, გარემოში, სადაც თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ.
მეგობრებთან ყოფნისას ადამიანები თავს გაცილებით კარგად გრძნობენ, უუმჯობესდებათ განწყობა.
თუ დიდ დროს ატარებთ მარტო სავსებით შესაძლებელია მარტოობის განცდა დაგეუფლოთ, დეპრესიული განწყობა გაგიჩნდეთ და თავი ცუდად იგრძნოთ. შეძლებისდაგვარად ჩაერთეთ სოციალურ აქტივობებში და გაერთეთ.
სოციალიზაციის დადებითი მხარეა:
- უმჯობესდება მენტალური ჯანმრთელობა;
- მნიშვნელოვნად მცირდება დემენციის რისკი;
- უსაფრთხოების განცდა გეუფლებათ;
- სხვების ნდობას სწავლობთ და თავადაც ცდილობთ გახდეთ ადამიანი, რომელსაც სხვები ენდობიან.
სოციალური ქსელები და სოციალური კავშირები
სოციალური ქსელი ბევრ ადამიანში იწვევს კავშირის გაბმის ცრუ შეგრძნებას. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ რეალურ კავშირებს, პირისპირ შეხვედრასა და კომუნიკაციას.
თუნდაც იყოს 15 წუთი - ეკრანიდან შორს, რეალურ სამყაროში, ახლობლების წრეში სუფთა ჰაერზე ისეირნეთ ან გემრიელი ფინჯანი ყავით ისიამოვნეთ.
წყარო: