ურემია - როდესაც სისხლი ნარჩენი პროდუქტებით ივსება

ურემია - როდესაც სისხლი ნარჩენი პროდუქტებით ივსება

რა არის ურემია?

არანამკურნალებელი თირკმლის უკმარისობის დროს ნარჩენი პროდუქტები სისხლში გროვდება - სამედიცინო ენაზე ამ პროცესს ურემია ეწოდება. ამ ტიპის კლინიკურ შემთხვევებში მოწოდებულია დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია.მკურნალობის გარეშე ურემია ფატალურად სრულდება. 

ურემია საშიში პათოლოგიაა, რომლის დროსაც თირკმელი სათანადოდ აღარ ფუნქციონირებს და სისხლიდან ნარჩენი პროდუქტების გაფილტვრა უჭირს. შედეგად სისხლი, ფაქტობრივად, ზედმეტი პროდუქტით ივსება და ნარჩენი მასა იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ პაციენტს დისკომფორტს უქმნის და სიმპტომებს იწვევს. 

როდესაც თირკმელი სათანადოდ ფუნქციონირებსნარჩენ პროდუქტებს ფილტრავს და ზედმეტ სითხეს სისხლიდან დევნის, შარდის მეშვეობით.

ურემიის პირველი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება და უმადობა. თავდაპირველად პაციენტი გულისრევას გრძნობს გაღვიძებისას ან საჭმლის სუნზე. ზოგიერთი ადამიანი მადას კარგავს კვებისას. 

სხვა სიმპტომებია: 

• უმიზეზო წონის კლება; 
• შემეცნებითი უნარის დაქვეითება; 
• ძლიერი დაღლილობა; 
• სუნთქვის უკმარისობა;
• მეტალის გემო პირის ღრუში; 
• კუნთების სპაზმი; 
• ქავილი; 
• კომა; 
• შეტევა;
• ტკივილი გულმკერდის არეში; 
• ურემიული სუნი და სხვა.