ფუტკრის ნაკბენი იწვევს ბასრ ტკივილსა და წვის შეგრძნებას.
ნაკბენი არე შეწითლებულია და ამობურცული, ზოგჯერ მცირე შეშუპებითაცაა გამოხატული. დიახ, ძლიერი ქავილის შეგრძნების მიუხედავად შეეცადეთ არ მოიფხანოთ ნაკბენი და მოერიდეთ კანის გაკაწვრას.
მსუბუქი ნაკბენისას (როდესაც ადამიანი არ არის ალერგიული) პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ კანის ზედაპირიდან სასწრაფოდ და მაქსიმალურად ფრთხილად მოიცილოთ ნესტარი. რეკომენდებულია ნაკბენი არე წყლითა და საპნით ჩამოიბანოთ და ცივი საფენი დაიდოთ. წვა და დისკომფორტი ალაგდება რამდენიმე საათში.
მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს ალერგიული რეაქცია აქვს ფუტკრის ნაკბენის მიმართ და ეს პირები სიცოცხლისთვის საშიში რეაქციის რისკის წინაშე არიან. თუ ბევრი ადამიანისთვის ფუტკრის ნაკბენი მხოლოდ უმნიშვნელო სიმპტომებისა და დისკომფორტის (წვა, სიწითლე, ქავილი, ტკივილი) მიზეზია, ალერგიულ პირებში მდგომარეობა გაცილებით მძიმეა და ანაფილაქსიური შოკის რისკია გასათვალისწინებელი.
ანაფილაქსია ძალიან საყურადღებოა და დაუშვებელია თვითმკურნალობა - პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან პაციენტი თავად გადაიყვანეთ კლინიკაში შემდეგი სიმპტომების დროს: