ჯანმრთელი გულის რამდენიმე ნიშანი.
გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებელია განისაზღვროს არტერიული წნევის, პულსის, ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის მიხედვით, ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. გულზე აისახება თქვენი ცხოვრების წესი.
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია გული სათანადოდ ფუნქციონირებდეს, რადგან იგი ორგანიზმის ერთგვარი ქვაკუთხედია.
ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმს და ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი გაითვალისწინეთ, დროულად მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ნიშნები როგორიცაა დისკომფორტი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძლიერი სისუსტე.
გულის ფუნქციონირება ნორმაშია თუ:
- მოსვენებულ მდგომარეობაში გულისცემა სტაბილურია;
- არტერიული წნევა რეგულარულად ნორმის ფარგლებშია;
- სისხლის მიმოქცევის უნარი დარღვეული არ არის;
- ქოლესტერინის დონე კონტროლირებულია;
- ორგანიზმს აქვს ამტანობა და გამძლეობა;
- სხეულის ჯანსაღი წონა გაქვთ;
- სისხლში შაქრის დონე ოპტიმალურია;
- ახერხებთ სტრესთან გამკლავებას;
- ღამით მშვიდად გძინავთ.
წყარო:
https://mmi.edu.pk/blog/listening-to-your-body-10-vital-signs-of-a-healthy-heart/