მკერდის შეშუპება

მკერდის შეშუპება

რა სიმპტომები ვლინდება მკერდის შეშუპებისას?

მკერდი ოთხი მთავარი ქსოვილისგან შედგება და ესენია: ცხიმოვანი, სარძევე, ჯირკვლოვანი, შემაერთებელი.

შეშუპებისას მკერდი ვიზუალურად ზომაშია მომატებული და კანქვეშ სისხლძარღვებიც თითქოს უფრო მკვეთრია.

სხვა შესაძლო სიმპტომებია:

  • სიმძიმის შეგრძნება მკერდში;
  • დისკომფორტი მკერდის გარშემო და იღლიის არეში;
  • მკერდის კანის სტრუქტურის ცვლილება.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შესაძლოა გრძნობდეთ სითბოსა თუ სიმხურვალეს შეხებისას.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მკერდის შეშუპებასთან ერთად გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • დამსკდარი დვრილი;
  • დვრილმა ან მკერდის კანმა შეიცვალა ფერი;
  • მკერდის კანზე გაჩნდა ერთგვარი ჩაღრმავებები, ნაოჭები;
  • მკერდის მწვავე შეშუპების გამო გიჭირთ ჩვილის ძუძუთი გამოკვება;
  • მკერდში გრძნობთ კისტისმაგვარ გამაგრებულ წარმონაქმნს;
  • მკერდზე წყლული არ შუშდება;
  • დვრილიდან გამონადენი გაქვთ და ვერაფერს უკავშირებთ.

წყარო:    

https://www.healthline.com/health/breast-swelling