რა იწვევს სხეულის სუნს?
სხეულის სუნის მიზეზი კანზე ოფლისა და ბაქტერიის შერევაა. უშუალოდ ოფლი არ იწვევს სუნს და რეალური მიზეზი ბაქტერიაა, რომელიც ოფლთან კონტაქტში შედის.
ოფლის რაოდენობა გავლენას არ ახდენს სუნზე და როგორც უკვე მოგახსენეთ, მიზეზი ბაქტერიაა - სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანს ძლიერი ოფლიანობის დროსაც კი არ აქვს სპეციფიკური სუნი, როცა მეორე პიროვნებას ერთ წვეთ ოფლზეც კი უსიამოვნო სუნი ასდის.
სხეულის სუნის პრობლემა უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ.
სხეულის სუნზე გავლენა შეიძლება იქონიოს შემდეგმა ფაქტორებმა:
• კვების რაციონი;
• ჰორმონები;
• მედიკამენტი;
• ვარჯიში;
• სტრესი;
• შფოთვა;
• ცხელი ამინდი;
• ჭარბი წონა;
• გენეტიკა.
პიროვნების სხეულის ჩვეული სუნი შეიძლება შეცვალოს შემდეგმა დაავადებებმა თუ მდგომარეობებმა:
• დიაბეტი;
• მენოპაუზა;
• ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტივობა;
• ღვიძლის დაავადება;
• თირკმლის დაავადება;
• ინფექციური დაავადება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17865-body-odor