სახის კანისთვის ცხელი წყალია სასარგებლო თუ ცივი?

სახის კანისთვის ცხელი წყალია სასარგებლო თუ ცივი?

როგორი ტემპერატურის წყალია კანისთვის სასარგებლო?

შეიძლება ფიქრობთ, რომ კანზე ზრუნავთ, რადგან იყენებთ სახის გამწმენდ საშუალებებს, დამატენიანებელი კრემითაც სარგებლობთ, მზისგანაც ეფექტურად იცავთ თავს, მაგრამ მთავარს არ აქცევთ ყურადღებას - წყლის ტემპერატურას.

ცხელი წყალი და კანი

რასაკვირველია, ცხელი წყლით სახის დაბანისა თუ შხაპის მიღების შემდეგ თავს კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ ეს კანს დიდად არ ხიბლავს.

ცხელი წყლის გამო იზრდება კანის მგრძნობელობისა და გამოშრობის რისკი. რაც ასევე საყურადღებოა (კანის გაწმენდის დროს) ცხელი წყლით სარგებლობისას კანის ზედაპირი კარგავს აუცილებელ ბუნებრივ ცხიმს, დამცავ ფენას. ცხელი წყალი განსაკუთრებით მავნებელია მშრალი კანის მქონე ადამიანებისთვის.

ცივი წყალი და კანი

ცივი წყალი გამოფხიზლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია და ამ ტემპერატურით კანიც გრილდება. თუმცა კანის წმენდის, გასუფთავების დროს, ცივი წყლის გამოყენება ყოველთვის რეკომენდებული არაა.

წყლის როგორი ტემპერატურაა სასარგებლო?

სააბაზანოში თერმომეტრით შესვლა სულაც არ გჭირდებათ და ერთადერთი რაც გევალებათ არის ის, რომ ნელთბილი წყლით ისარგებლოთ. სწორედ ნელთბილი წყალია იდეალური თქვენი კანისთვის.

ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის ცნობით, სახის დასაბანად ზომიერად თბილი წყლის გამოყენებაა სასურველი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ნელთბილი წყლის მეშვეობით, სახის გამწმენდი უფრო ეფექტურად ქაფდება კანზე, შესაბამისად, ზედაპირს უკეთ ცილდება ჭუჭყი, საჭიროებისამებრ ბალანსირდება კანის ბუნებრივი ცხიმის შემცველობა.

 

წყარო:

https://www.lorealparisusa.com/beauty-magazine/skin-care/skin-care-essentials/cold-vs-hot-water-the-secret-for-your-best-skin.aspx