მიზნის დასახვა მენტალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

მიზნის დასახვა მენტალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე.

მიზნის დასახვა, გეგმის შედგენა, სასურველისკენ სწრაფვა სასარგებლო და აუცილებელია როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

აუცილებელი არაა მიზანი ამბიციური იყოს და მსოფლიოს შეცვლას საჭიროებდეს, რადგან ერთი შეხედვით სრულიად მარტივი გეგმაც კი დილით ლოგინიდან წამოდგომის სურვილის მიზეზი ხდება, რაც თავისთავად კარგია.

მენტალური ჯანმრთელობა ყოველთვის ფორმაში იქნება თუ მიზანს დაისახავთ და ყოველდღე შეეცდებით ნაბიჯი წინ გადადგათ, ამასთან, გაიუმჯობესებთ თვითკონტროლს, საკუთარ თავზე ზრუნვის რუტინას.

ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა სოციალური ურთიერთობებიც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად დაგეგმეთ სასიამოვნო საღამო, დიდი დრო გაატარეთ სივრცეში, სადაც ბედნიერი ხართ.

თუ სერიოზული და ამბიციური მიზანი გაქვთ დასახული ზედმეტად ნუ დაიძაბებით და პატარა ნაბიჯები გადადგით - გახსოვდეთ, სასურველს როცა მიაღწევთ ენერგია უნდა გქონდეთ, რადგან როგორ შეძლებთ სანუკვარი ოცნების ასრულებისას გაიხაროთ თუ ძალაგამოცლილი და გადაქანცული იქნებით?

მხოლოდ მენტალურ ჯანმრთელობაზე ნუ იფიქრებთ და არ დაივიწყოთ ფიზიკურიც, მაგალითად, გეგმის ერთი ნაწილი მოძრაობას დაუკავშირეთ - პირველ დღეს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სეირნობას თუ დაუთმობთ და ყოველ მომდევნო დღეს ინტენსივობას გაზრდით კვირის ბოლოს აუცილებლად შეამჩნევთ როგორი სპორტული შემართება გექნებათ.

მადლიერი იყავით და მადლობა უთხარით ორგანიზმს, შეაქეთ საკუთარი თავი; შეგიძლიათ ფურცელზე ჩამოწეროთ გეგმა და როგორც კი რომელიმეს მიაღწევთ მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქარი შეიძინეთ ან გემრიელი ყავით ისიამოვნეთ.

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე სოციალურ ქსელებზე თუ მობილურით სარგებლობაზე უარის თქმა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა დღეში გარკვეული საათი ეკრანისგან შორს გაატარეთ.

 

წყარო:  

https://acumenhealth.com.au/mental-health/setting-goals-for-winning-mental-health/