გადამდებია თუ არა ბაქტერიული მენინგიტი?

გადამდებია თუ არა ბაქტერიული მენინგიტი?

რა არის ბაქტერიული მენინგიტი?

ბაქტერიული მენინგიტი მენინგიტის სერიოზული ფორმაა. იგი იწვევს ტვინის გარშემო მდებარე ქსოვილების შეშუპებას, რაც ხანგრძლივი დროით მიმდინარე გართულებების და დაღუპვის მიზეზიც კი ხდება. 

ბაქტერიული მენინგიტის დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია, შესაბამისად, სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას. პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზა დროულად დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპიაა.

ანთებითი პროცესის მიზეზია ტვინისა და ზურგის ტვინის ირგვლივ მდებარე სითხის ინფექცია.

როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული მენინგიტი იწვევს მენინგების ანთებას. ბაქტერიული მენინგიტის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, ხოლო ვირუსული ფორმა ჩნდება ვირუსული ინფექციის გამო. ვირუსული მენინგიტი გაცილებით ხშირია და ბაქტერიულთან შედარებით ნაკლებად სერიოზულ პათოლოგიად ითვლება.

ბაქტერიული მენინგიტის სიმპტომებია:

• სიცხე; 
• თავის ტკივილი; 
• კისრის გაშეშება; 
• გრიპისმაგვარი სიმპტომები; 
• ულისრევა და ღებინება; 
• მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ; 
• დაბნეულობა
• ძილიანობა. 

ჩვილებსა და ბავშვებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები: 

• ძილიანობა, პატარას უჭირს გამოფხიზლება; 
• უენერგიობა; 
• შენელებულია რეაქცია; 
• გაღიზიანება; 
• შეტევა და სხვა. 

ბაქტერიულ მენინგიტს 50 სხვადასხვა ტიპის ბაქტერია იწვევს. 

გადამდებია თუ არა?

დიახ! თუ ბაქტერიული მენინგიტი დაგიდასტურდათ აუცილებლად აცნობეთ ახლო კონტაქტში მყოფ პირებს - ყველა იმ ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ანტიბიოტიკოთერაპია, რომელსაც პაციენტთან ურთიერთობა ჰქონდა.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/11039-bacterial-meningitis