მკერდის ტრავმული დაზიანება - როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძუძუ რამე საგანს მიარტყით?

მკერდის ტრავმული დაზიანება - როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძუძუ რამე საგანს მიარტყით?

როდის მივმართოთ ექიმს?

მკერდის ტრავმა ნიშნავს იმას, რომ დაზიანდა მკერდის ქსოვილი. როგორც წესი, ძუძუს არეში მიღებული ტრავმა მსუბუქ გვერდით მოვლენებს იწვევს და იშვიათად რომ სერიოზული თუ მწვავე ნიშნები გამოვლინდეს.

თავისთავად, პირველი სიმპტომი ტკივილია - სავსებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ჩალურჯებაც, რაც დისკომფორტის მიზეზი ხშირად ხდება. ზოგჯერ ტრავმა იწვევს სისხლდენას ან შეშუპებას.

ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში გამოვლინდება ემდეგი ნიშნები:

• გულის წასვლის შეგრძნება; 
• დაბალი არტერიული წნევა; 
• აჩქარებული გულისცემა; 
• შოკი სისხლის დანაკრგის გამო.

ყველა ეს სიმპტომი სიცოცხლისთვის საშიში გართულების წინაპირობაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს - მსგავს შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია, რადგან მხოლოდ ამ გზით შეჩერდება სისხლდენა. 

გაითვალისწინეთ, ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროთ შემდეგი შემთხვევების დროსაც, კერძოდ:

• მკერდის ტკივილი მწვავდება; 
• მკერდის გარშემო კანის სტრუქტურა შეიცვალა; 
• ძუძუს დვრილიდან სისხლდენა ან გამონადენი; 
• ინფექცია; 
• მკერდის შეშუპება.

 

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/322817