განსხვავება მოწყენილობასა და დეპრესიას შორის

განსხვავება მოწყენილობასა და დეპრესიას შორის

რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ამ ორ მდგომარეობას შორის განსხვავებას გაჩვენებთ.

თითქმის ყველა ადამიანი ყოფილა მოწყენილი, სევდიანი თუ ნაღვლიანი და ეს ნორმალური რეაქციაა საყვარელი ადამიანის დაკარგვის, განქორწინების ან სხვა რთული სიტუაციის მიმართ. ეს უარყოფითი ემოცია მალევე ქრება, ადამიანიც ჩვეულ განწყობას უბრუნდება და არ სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა.

დეპრესია კი სერიოზული მენტალური მდგომარეობაა და აუცილებელია დროულად ჩართოთ ფსიქოლოგი, შესაბამისი მკურნალობის კურსით მართოთ სიმპტომები. დეპრესია გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს და მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. დეპრესია უარყოფითად აისახება სამსახურზე, პერსონალ ურთიერთობებზე, ყოველდღიურ აქტივობებზე.

მოწყენილობისას ადამიანს აწუხებს შემდეგი ნიშნები:

  • ემოციებს გამოხატავს ტირილით;
  • მარტო ყოფნა ურჩევნია;
  • არ ირღვევა ძილისა და კვების რეგულარული რეჟიმი;
  • რეგულარულად ესწრება გაკვეთილებს, არ აცდენს სამსახურს;
  • თავს უკეთ გრძნობს რამდენიმე დღეში ან კვირაში.

დეპრესიისთვის დამახასიათებელია:

  • მოწყენილობა, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა, სიბრაზე, უიმედობა, გაღიზიანება, რომელიც გრძელდება ორი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში;
  • ნელა სიარული;
  • უჭირს დაძინება ან უჩვეულოდ დიდხანს სძინავს;
  • კარგავს ინტერესს იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც ერთ დროს სიხარულს ანიჭებდა;
  • თვითდაზიანების მიყენების საშიში ფიქრები.

 

წყარო:  

https://www.mentalhealthfirstaid.org/2019/10/the-difference-between-feeling-sad-and-having-depression/