ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პირის ღრუს გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს დენტალურ ემერჯენსულ მდგომარეობაზე არაფერი გსმენიათ, თუმცა არის სიტუაცია, როდესაც სტომატოლოგთან ვიზიტის გადადება დაუშვებელია.
სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სტომატოლოგიურ კლინიკას თუ:
- მოგტყდათ კბილი;
- ამოგივარდათ პლომბი;
- დაირღვა კბილის გვირგვინის მთლიანობა;
- ინფექცია პირის ღრუში;
- ძლიერი სისხლდენა პირის ღრუში.
თავისთავად, სტომატოლოგთან მიმართვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კბილის ტკივილია. თუმცა მედიკოსები ადასტურებენ, რომ ზოგჯერ პაციენტი კბილის ტკივილს არასერიოზულად უყურებს, კერძოდ, იღებს ტკივილგამაყუჩებელს და ამ დროს პროცესი მწვავდება, მაგალითად, მსუბუქი კარიესიდან კბილის სრულ დაკარგვამდე ხშირად მისულა საქმე; შესაბამისად, რეკომენდებულია ტკივილის აღმოცენებისთანავე მიმართოთ ექიმს.
გახსოვდეთ, ორალური ჯანმრთელობა მჭიდროდაა დაკავშირებული მთლიანი სხეულის კეთილდღეობასთან - დენტალური ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებსა და სისტემებში, რაც სერიოზული გართულებების მიზეზი ხდება.
ცნობილია, რომ არანამკურნალებელი ღრძილის დაავადება კარდიოვასკულარული პათოლოგიების, დიაბეტის, რესპირატორული ინფექციებისა და ორსულობის გართულებების რისკს ზრდის.
წყარო:
https://penndentalmedicine.org/blog/tooth-pain-what-to-do/