რომელი პროდუქტი ასუფთავებს არტერიებს ფოლაქებისგან?

რომელი პროდუქტი ასუფთავებს არტერიებს ფოლაქებისგან?

არტერია სისხლის მიმოქცევის სისტემის მთავარი კომპონენტია.

იგი მთლიან სხეულს, სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას ჟანგბადით მდიდარი სისხლით ამარაგებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სისხლძარღვები იყოს სუფთა და ფოლაქებმა ხელი არ შეუშალოს სისხლის მიდინების ფიზიოლოგიურ პროცესს. რიგი ფაქტორების გამო სისხლძარღვები შეიძლება დაიხშოს ქოლესტეროლით, ცხიმითა და სხვა მავნე ნივთიერებებით გაჟღენთილი ფოლაქებით, რაც არაერთი გართულებისა თუ სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიის მაპროვოცირებელი ხდება.

აუცილებელია მაღალი ქოლესტეროლისა და არტერიული წნევის მართვა, თამბაქოზე უარის თქმა, რეკომენდებული დოზით ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი რაციონი. თავისთავად, არტერიებზე, ისევე როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვან ორგანოზე, უარყოფით კვალს ტოვებს სტრესი - თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ სტრესთან გამკლავებას დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

რეკომენდებულია მიირთვათ:

  • უჯერი ცხიმი;
  • მარცვლეული;
  • პარკოსნები;
  • ლობიო;
  • ხილი;
  • ბოსტნეული;
  • საკვები ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები;
  • თხილეული;
  • შვრია.

მაქსიმალურად შეზღუდეთ ან უარი თქვით რომ მიირთვათ:

  • ზედმეტად დამუშავებული საკვები;
  • ტრანსცხიმები;
  • გაჯერებული ცხიმი;
  • დამატებული შაქარი;
  • დიდი დოზით მარილი.

აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. სეირნობით დაიწყეთ - თავიდან რამდენიმე წუთი იარეთ და შემდეგ ეტაპობრივად გაზარდეთ ინტენსივობა. თუ ანამნეზში ქრონიკული დაავადება გაქვთ ვარჯიშის პროგრამა თუ ტიპი შეათანხმეთ მკურნალ ექიმთან - დაუშვებელია თვითნებურად, სპეციალისტის გარეშე დაიტვირთოთ.

გაითვალისწინეთ, ათეროსკლეროზის რისკი იზრდება 45 წლიდან მამაკაცებში და 55 წლიდან ქალებში. ზოგიერთი მედიკოსის აზრით, ეს მავნე პროცესი სავსებით შესაძლებელია აკუმულირდეს, ანუ ფოლაქებმა ჩამოყალიბება დაიწყოს ბავშვობაშიც კი.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/heart-disease/how-to-unclog-arteries