რა ტიპის დაზიანებაა კოჭის დაჭიმულობა?
კოჭის დაჭიმულობა არის დაზიანება, რომელიც ჩნდება კიდურის ამ ნაწილის უხერხული გადაადგილებისა თუ მოძრაობის გამო.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ტრავმის სიმწვავეზე.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი;
- შეშუპება;
- ჩალურჯება;
- მოძრაობის უნარის შეზღუდვა;
- არასტაბილურობის შეგრძნება კოჭში;
- ტრავმის მიღების პროცესში ერთგვარი ტკაცუნის ხმა.
მიმართეთ ექიმს თუ უჩივით ტკივილსა და შეშუპებას, ეჭვობთ დაჭიმულობაზე. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძვლის მოტეხილობასაც, რაც სპეციალისტის სასწრაფო ჩართულობას მოითხოვს.
კოჭის დაჭიმულობის გამომწვევი მიზეზებია:
- წაქცევა;
- ხტუნვა;
- სიარული ან ვარჯიში უსწორმასწორო ზედაპირზე;
- სპორტული აქტივობისას სხვა ადამიანმა შემთხვევით ფეხზე დაგაბიჯათ ან დაგეცათ.
ძირითადი რისკ-ფაქტორებია:
- სპორტი;
- არათანაბარი ზედაპირი;
- წარსულში უკვე გქონდათ კოჭის დაჭიმულობა;
- არაკომფორტული ფეხსაცმელი;
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sprained-ankle/symptoms-causes/syc-20353225