რა არის ლიქენიფიკაცია?
ლიქენიფიკაცია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კანი იძენს ტყავისმაგვარ ეფექტს, მისი სტრუქტურა სქელდება. ძირითადად, ყალიბდება მუდმივი კაწვრის, გაჩხაპვნის, ხახუნის შედეგად.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ერთგვარი ლაქები კანზე, რომელიც იწვევს ქავილს;
- სქელი, ტყავისებრი კანი;
- ქერქისმაგვარი კანი;
- აქერცლილი კანი;
- ლაქები ამობურცულია და აქვს წითელი ან მუქი შეფერილობა.
აუცილებელია მკურნალობა, რადგან ლიქენიფიკაციას ახასიათებს პროგრესირება, შესაბამისად, თუ დროულად არ დაიწყებთ პათოლოგიის მართვას კანის მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდება.
ზოგიერთი მდგომარეობა შესაძლოა გახდეს ლიქენიფიკაციის ჩამოყალიბების მიზეზი, ეს პათოლოგიებია:
- ატოპიური დერმატიტი;
- კონტაქტური დერმატიტი;
- ეგზემა;
- ფსორიაზი;
- კანის სიმშრალე;
- მწერის ნაკბენი;
- სტრესი;
- შფოთვითი აშლილობა;
- ობსესიურ-კომპულსიური დარღვევა;
- კანის ტრავმა.
ლიქენიფიკაციისას პაციენტი გრძნობს დისკომფორტს და უჩნდება ქავილის ძლიერი სურვილი, სამწუხაროდ, სწორედ დაკაწვრა უფრო მეტად ამძიმებს ფონს.
როგორც წესი, მდგომარეობა დროებითია - ლიქენიფიკაცია სწრაფად და ეფექტურად იკურნება სპეციალური ტოპიკური მალამოთი, თუმცა აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, ვიდრე დაავადება ღრმად იქნება პროგრესირებული.
მომავალში ხელახალი რეციდივის პრევენციისთვის სასურველია მკურნალობის კურსი დაინიშნოს გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელადაც.
წყარო: