ითვლება თუ არა სერიოზულ დაზიანებად მესამე ხარისხის დამწვრობა?
დიახ, მესამე ხარისხის დამწვრობა სერიოზული დაზიანებაა და კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყალიბდება ექსტრემალური ტემპერატურის, ქიმიური ან სინათლის წყაროს გამო.
მესამე ხარისხის დამწვრობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ზოგჯერ პაციენტი ვერ აცნობიერებს თუ რამდენად სერიოზულ დამწვრობასთან აქვს საქმე, რადგან ნერვის დაზიანების გამო ვერ გრძნობს ტკივილსა თუ დისკომფორტს. დაუშვებელია თვითმკურნალობა და ნებისმიერი გართულების პრევენციის მიზნით, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
მესამე ხარისხის დამწვრობას ადამიანები ხშირად იღებენ სახისა და კიდურის არეში, თუმცა სხეულის არც სხვა მიდამოა დაზღვეული.
გამოჯანმრთელების დრო ინდივიდუალურია, გასათვალისწინებელია დამწვრობის ზომა და უბანი.
მესამე ხარისხის დამწვრობა კანზე ტოვებს ნაწიბურს, შრამს. თუმცა მკურნალი ექიმი დამწვრობის დამუშავების მეთოდს აუცილებლად გასწავლით და თუ სწორად დაიცავთ ყველა ინსტრუქციას შრამი ზომაში შემცირდება. ნაწიბური შესაძლოა გაქრეს (ზომაში შემცირდეს, გაუფერულდეს, ნაკლებად შესამჩნევი გახდეს და სხვა) დროთა განმავლობაში.
ჩვეულებრივ, დამწვრობები პრევენცირებადია.
პრევენციისთვის, რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია:
- წაისვით მზისგან დამცავი კრემი;
- არ შეეხოთ ცხელ საგნებს;
- ბავშვები მაქსიმალურად მოარიდეთ ისეთ ობიექტებს, სადაც დამწვრობის რისკია;
- სახლში ცხელი წყლის ტემპერატურა დაბლა დასწიეთ;
- ვიდრე ბავშვებს სასმელს ან საკვებს მისცემთ, ტემპერატურა შეამოწმეთ;
- მოერიდეთ ცეცხლის ღია ალს;
- ჩაიცვით დამცავი სამოსი თუ ისეთ ობიექტთან მისვლა გიწევთ, სადაც ექსტრემალური ტემპერატურაა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24531-third-degree-burn