ზარმაცი არ ხართ ფუნქციურად გაიყინეთ

ზარმაცი არ ხართ ფუნქციურად გაიყინეთ

ასეთი შეგრძნება გქონიათ თითქოს შინაგანად დაცარიელდით, ერთ ადგილზე გაშეშდით, გაიყინეთ?

როდესაც საქმის შესრულების ნაცვლად ძილი, ლოგინში ყოფნა, სოციალური ქსელების დათვალიერება გირჩევნიათ, ხოლო შემდეგ დანაშაულის შეგრძნებასა და შფოთვას გრძნობთ, რადგან გეჩვენებათ, რომ მთელი დღე უაზროდ გაფლანგეთ, მნიშვნელოვანი არაფერი გიკეთებიათ. რასაკვირველია, მსგავსი ქცევა სავსებით შესაძლებელია სიზარმაცის ბრალიც იყოს, თუმცა ზოგჯერ ნერვული სისტემა ასე რეაგირებს სტრესზე, დაღლილობასა თუ ემოციურ გადაწვაზე.

გაითვალისწინეთ, პრობლემებისგან არავინაა დაზღვეული და ყოველი დღე მხოლოდ სასურველი შედეგით ვერ დასრულდება, შესაბამისად, თუ მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუარესდა შესვენება ნორმალურია. თუმცა თუ მუდმივად, ლამის ყოველდღიურად გაქვთ დაღლილობა და იმდენად დაუძლურებული ხართ რომ რუტინული საქმის შესრულებაც კი გიჭირთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ფუნქციური გაყინვის ნიშნები განსხვავებულია და გარშემომყოფებს ამოცნობა უჭირთ, მაგალითად, სავსებით შესაძლებელია ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სამსახურში ძველებურად ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა შინაგანად განადგურებული იყოს; ფუნქციურად გაყინული ადამიანი შეიძლება ჭამდეს და ეძინოს, მაგრამ მისი გონება გარინდულია, გაშეშებული.

ფუნქციური გაყინვა შფოთვითი აშლილობის, დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის რისკ-ფაქტორია, შესაბამისად, ნუ გადადებთ ექიმის კონსულტაციას.

დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • შფოთვა;
  • ადამიანი აღარ უვლის თავს;
  • გირჩევნიათ სახლში იყოთ, ერიდებით მეგობრებს;
  • პრობლემებს რომ გაექცეთ სოციალურ ქსელებში ერთობით ან ვიდეო თამაშით კავდებით;
  • თავს არიდებთ დავალებებს, დაკისრებულ მოვალეობას;
  • გეჩვენებათ თითქოს მოძრაობა არ შეგიძლიათ, თითქოს სხეული დაგიმძიმდათ;
  • ვერ ახერხებთ საუბარს, ემოციების გამოხატვას;
  • ერიდებით თვალებით კონტაქტს;
  • დაღლილობა მთელი დღის განმავლობაში.

 

 

წყარო:  

https://www.stylist.co.uk/health/mental-health/functional-freeze-mode-stress-response-anxiety-symptoms-how-to-cope/883075