როდესაც ქალს მამაკაცური ნიშან-თვისებები, მახასიათებლები უვითარდება

როდესაც ქალს მამაკაცური ნიშან-თვისებები, მახასიათებლები უვითარდება

რა არის ვირილიზაცია?

ვირილიზაცია არის მდგომარეობა, როდესაც ქალს უვითარდება მამაკაცის მახასიათებლები ან როცა ახალშობილს დაბადებიას ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის ნიშნები აქვს. 

ვირილიზაციის მიზეზია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჭარბი ანდროგენის გამომუშავება ან ანაბოლიური სტეროიდების მიღება.მკურნალობისთვის მოწოდებულია ქირურგიული ჩარევა და სტეროიდები. 

ქალს ვირილიზაციის სიმპტომები შესაძლოა გამოუვლინეს ნებისმიერ ასაკში.

ზრდასრული ასაკის ქალებში ვირილიზაციის ნიშნებია: 

• მკერდი პატარავდება; 
• საშვილოსნო იკუმშება; 
• კლიტორი დიდდება;
• არარეგულარული ციკლი. 

ვირილიზაცია მამაკაცებში ნაკლებად თვალსაჩინოა. თუ სიმპტომები არ არის გამოვლენილი დაბადებისას მოსალოდნელია, რომ ნიშნები შესამჩნევი გახდეს გარდატეხის ასაკში. მამაკაცებს, რომელთაც ორგანიზმში ჭარბი ანდროგენი აქვთ, თანატოლებთან შედარებით გარდატეხის ასაკი, სქესობრივი მომწიფების პერიოდი გაცილებით ადრე ეწყებათ.

ვირილიზაციის სიმპტომები ყველა ადამიანში განსხვავებულია, თუმცა ძირითადი ნიშნებია: 

• ჭარბი თმა ტანსა და სახეზე; 
• აკნე ან ცხიმიანი კანი;
• არარეგულარული ციკლი; 
• მამაკაცებისთვის დამახასიათებელი სიმელოტე; 
• პატარა ზომის მკერდი; 
• გადიებული კლიტორი;
• ხმის დაბოხება; 
• მომატებული ლიბიდო. 

ვირილიზაციის ჩამოყალიბების ძირითადი მიზეზი მამაკაცური ჰორმონის ანდროგენის ჭარბი გამომუშავებაა. 

დიდი რაოდენობით ანდროგენის წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი დაავადებები:

• პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი; 
• კუშინგის სინდრომი; 
• თირკმელზედა ჯირვლის სიმსივნე; 
• საკვერცხის სიმსივნე და სხვა.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/virilization