ფეხის დაბუჟება - როდის გამოვიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

ფეხის დაბუჟება - როდის გამოვიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

ფეხებში დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება (სამედიცინო ენაზე პარესთეზია) გავრცელებული ჩივილია.

ეს სიმპტომი არაერთი მიზეზის გამო ჩნდება - ზოგჯერ ისეთი ყოველდღიური, რუტინული ფაქტორითაა განპირობებული როგორიცაა დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში ჯდომა/დგომა და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სერიოზული დაავადების (მაგალითად, ქრონიკული პათოლოგიები, ნევროლოგიური ტრავმა და სხვა) მანიშნებელია.

მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  • ჩნდება ხშირად და გრძელდება ხანგრძლივი დროით;
  • თან ახლავს ახალი ან უჩვეულო სიმპტომები;
  • თან ერთვის ისეთი ნიშნები როგორიცაა ფეხის ტემპერატურის, ფერისა თუ ფორმის ცვლილება;
  • გამონაყარი, თავბრუსხვევა, კუნთების სპაზმი;
  • ფეხის დაბუჟებას ვერაფერს უკავშირებთ.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ:

  • დაბუჟება დაიწყო უეცრად;
  • ტრავმა მიიღეთ ზურგის, თავის ან კისრის არეში;
  • გიჭირთ მოძრაობა ან სიარული;
  • ვერ აკონტროლებთ შარდისა და კუჭის მოქმედებას;
  • დაბნეულობა;
  • ცნობიერების დაკარგვა;
  • მხედველობის პრობლემები;
  • ბუნდოვანი მეტყველება.

 

 

წყარო:      

https://www.verywellhealth.com/leg-numbness-5213379