სავსებით შესაძლებელია ღიპი სტრესის გამო გქონდეთ

სავსებით შესაძლებელია ღიპი სტრესის გამო გქონდეთ

რა არის კორტიზოლის ღიპი?

საუბარია მუცლის არეში დაგროვილ ცხიმზე, რომელიც კორტიზოლის მაღალი დონის ფონზე ყალიბდება.

კორტიზოლი სტრესის ჰორმონია - იგი ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება, ამცირებს ანთებით პროცესს, არეგულირებს სისხლის წნევას, სისხლში შაქრის მაჩვენებელსა და მეტაბოლიზმს.

თუმცა სტრესის, სტეროიდების მოხმარებისა და სიმსივნის გამო კორტიზოლის დონე იზრდება. ზოგჯერ მოჭარბებული კორტიზოლისას ადამიანი გაცილებით მეტს მიირთმევს, შესაბამისად, მომატებული მადა წონაზე და განსაკუთრებით მუცლის არეში აისახება.

ჭარბი კორტიზოლისას ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • წონის მატება (ძირითადად, სახისა და მუცლის არეში);
  • ფართო იისფერი სტრიები მუცელზე, მკერდზე, თეძოზე, მკლავებქვეშ;
  • ჩალურჯებებისკენ მიდრეკილება;
  • მაღალი წნევა;
  • სისხლში შაქრის მაღალი დონე;
  • ძლიერი დაღლილობა;
  • კუნთების სისუსტე.

ჭარბი კორტიზოლის დროს სტიმულირდება გლუკოზა. დიდი რაოდენობით გლუკოზა კი, როგორც წესი, ცხიმად იქცევა და ორგანიზმში გროვდება. როდესაც კორტიზოლის დონე ქრონიკულად მომატებულია სიმსუქნის რისკი იზრდება.

გახსოვდეთ, ჭარბი რაოდენობით ადრენალინისას ცხიმის დაშლა სათანადოდ ვერ ხერხდება.

კორტიზოლის მაჩვენებელი იზრდება შემდეგი მდგომარეობებისას:

  • სტრესი;
  • ორსულობა;
  • ინტენსიური ვარჯიში;
  • ანამნეზში სერიოზული დაავადება;
  • ცხელი და ცივი ტემპერატურა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • სიმსუქნე;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

 

წყარო:  

https://www.verywellhealth.com/the-cortisol-weight-loss-controversy-3233036