ჩვეულებრივ, მუქი ლაქა არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემას.
ზოგიერთი ადამიანი მის მოცილებას გადაწყვეტს, კოსმეტიკური მიზეზით.
კანზე მუქი ლაქების გამომწვევი მიზეზი მელანინის ჭარბი წარმოქმნაა. მელანინი თვალებს, კანსა და თმას შეფერილობას აძლევს.
პიროვნების კანის ტონალობიდან გამომდინარე ლაქების სიმკვეთრე განსხვავებულია, მაგალითად, შეიძლება იყოს ღია ან მუქი ყავისფერი, მონაცრისფრო მოყავისფრო. მუქი ლაქები განსხვავდება ზომის მიხედვითაც.
ყველაზე ხშირად ჩნდება სხეულის შემდეგ მიდამოში:
- ხელები;
- სახე;
- ზურგი;
- მკლავები.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- მზე;
- ჰორმონული დისბალანსი;
- მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
- ანთება;
- ჭრილობის შეხორცების შემდეგ, დამწვრობის ფონზე ან მწერის ნაკბენის გამო დარჩენილი ლაქები;
- თმისა და სახისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური პროდუქცია;
- დიაბეტი.
მუქი ლაქებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა რიგი ფაქტორების გამო მისი ჩამოყალიბების რისკი მაღალია.
რისკ-ფაქტორებია:
- მზის სხივები;
- ორსულობა;
- ფსორიაზი, აკნე, ეგზემა;
- ტრავმა ან დაზიანება კანზე;
- მედიკამენტი, რომელიც ზრდის პიგმენტაციის რისკს;
- ანამნეზში ღვიძლის დაავადება ან დიაბეტი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/324833#diagnosis