რინოფიმა - კანის დაავადება, რომლის გამოც ცხვირი ზომაში იზრდება

რინოფიმა - კანის დაავადება, რომლის გამოც ცხვირი ზომაში იზრდება

რა არის რინოფიმა?

რინოფიმა კანის დარღვევაა, რომელიც იწვევს ცხვირის გაფართოებას, გადიდებას; ამასთან, სხვა მოსალოდნელი სიმპტომებია შეშუპება, კანის შესქელება, სისხლძარღვების გახეთქვა.

დიაგნოზი გაცილებით ხშირია მამაკაცებში და სტატისტიკურად, დაავადება გავრცელებულია 50-დან 70 წლამდე ასაკის პირებში.

მედიკოსებისთვის პათოლოგიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა წინამორბედად აკნე როზაცეა ითვლება.

ადრეულ სტადიაზე ეფექტურია მედიკამენტური თერაპია, თუმცა პროგრესირებისას საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, რადგან დაზიანებულმა ქსოვილმა შესაძლოა სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს.

როზაცეას პირველი სიმპტომი სახის უკიდურესი სიწითლეა. რინოფიმას პროგრესირებისას კი ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • ცხვირსა და სახეზე კანის შესქელება;
  • ცხვირის გაფართოება;
  • სახის არეზე შეშუპებული ტექსტურა;
  • გაფართოებული ფორები;
  • ცხიმიანი კანი.

 

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/322166