რა არის მელაზმა?
მელაზმა კანის მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ყავისფერი ან მოლურჯო-მონაცრისფრო ლაქებით (მოგაგონებთ ჭორფლს).
ყალიბდება იმ უჯრედების ჭარბი გამომუშავების გამო, რომელიც კანს ფერს აძლევს. ძირითადად, ჩნდება სახეზე - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მოიცავს კისერს, ზურგსა და მხარს.
ფაქტია, რომ ჩნდება სხეულის იმ ნებისმიერ უბანში, რომელიც დაუცველია მზისგან, ანუ სხივები ყველაზე ხშირად ეფინება. სწორედ ამიტომ ამ დიაგნოზის მქონე პირები ამჩნევენ, რომ სიმპტომები გაცილებით უფრო მწვავეა ზაფხულში, ხოლო მდგომარეობა უმჯობესდება ზამთარში.
მელაზმა ცნობილია „ორსულობის ნიღბის“ სახელწოდებითაც და ამ ზედმეტსახელს ნამდვილად ამართლებს, რადგან ხშირად ფიქსირდება ორსულებში.
ითვლება რომ ქრონიკული დარღვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროით მიმდინარეობს (3 თვე და მეტი). ზოგიერთ ადამიანს მელაზმა მხოლოდ რამდენიმე წლის მანძილზე აქვს, ხოლო სხვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ყალიბდება მხოლოდ ორსულობის პერიოდში, მცირე ხნით.
კანის ეს მდგომარეობა უვნებელია - ადამიანს არ აწუხებს ტკივილი, ქავილი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21454-melasma