თითოეული ქალის ორგანიზმი უნიკალურია.
თავისთავად, რეალურ სამყაროში არ არსებობს სრულყოფილი პერიოდის სახელმძღვანელო, თუმცა გინეკოლოგები გამოყოფენ იმ ძირითად 5 ფაქტორს, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს ჯანსაღი მენსტრუაციის ინდიკატორს.
ციკლი გაქვთ 26-35 დღის ინტერვალში
იდეალურ მდგომარეობაში ციკლი უნდა გქონდეთ ყოველ 26-35 დღეს შორის.
ჰორმონების დისბალანსზე უნდა მიიტანოთ ეჭვი თუ გადაგიცდათ 26-35 დღეზე მეტხანს, პერიოდი გრძელდება 5 დღეზე დიდხანს ან ციკლი 5 დღეზე ნაკლებ პერიოდში გიწყდებათ.
მენსტრუაცია უმტკივნეულოა
დიახ, ჯანსაღი მენსტრუაცია უმტკივნეულო უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ, მუცლის ქვედა არეში შებერილობა და მსუბუქი დისკომფორტი ნორმალურია, თუმცა თუ მტკივნეული სპაზმი გაქვთ (მუცლის, ზურგის, წელის, ფეხების არეში), ორგანიზმი გაფრთხილებთ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის და მოგიწოდებთ მიმართოთ ექიმს.
სისხლდენა გაქვთ მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც ციკლი მოგივათ
თუ ციკლის დროს ხანგრძლივი და ძლიერი სისხლდენა გაქვთ (ტამპონის, მენსტრუალური ჭიქის ან საფენის შეცვლა გიწევთ ყოველ 2 საათში, ან გაცილებით ადრე), სისხლის ფერი ზედმეტად უფერულია, მცირე რაოდენობით იჟონება (1-2 დღე და იშვიათად გჭირდებათ ჰიგიენური საფენის თუ ტამპონის გამოცვლა), ან შენიშნეთ წვეთები სხვა დროს (ანუ როცა ციკლი არ გაქვთ), ამ სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს - აუცილებელია დიაგნოსტირდეს მიზეზი.
სისხლი უნდა იყოს ჯანსაღი წითელი ფერის!
არ უნდა გაწუხებდეთ პრე-მენსტრუალური სიმპტომები!
წყარო:
https://www.naturalfertilityclinic.com.au/blog/5-signs-of-a-healthy-menstrual-cycle