რა არის კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი?
იგი ქრონიკული ტკივილის ფორმაა, რომელიც, როგორც წესი, შეიგრძნობა კიდურებში. ძირითადად, ყალიბდება ტრავმის, ოპერაციის, ინსულტისა თუ ინფარქტის გამო. ვინაიდან იშვიათი დაავადებაა ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა რთულია.
მკურნალობა ეფექტურია ადრეული დიაგნოსტირებისას. ადრეულ სტადიაზე დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რემისიის შანსი გაცილებით მაღალია.
კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• ქრონიკული წვის ან თრთოლვის შეგრძნება კიდურებში;
• მგრძნობელობა შეხებასა და სიცივეზე;
• შეშუპება მტკივნეულ უბანში;
• კანის ტემპერატურის ცვლილება;
• კანის ფერის ცვლილება;
• კანის ტექსტურის ცვლილება;
• ცვლილება თმისა და ფრჩხილების ზრდასთან დაკავშირებით;
• სახსრის გაშეშება და შეშუპება;
• კუნთების სპაზმი, კანკალი და სისუსტე;
• მოძრაობის უნარის დაქვეითება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, დაავადების ჩამოყალიბების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, ხელშემწყობი ფაქტორი პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაა.