რა არის კრიოთერაპია?
კრიოთერაპია მკურნალობის მეთოდია რომლის დროსაც ექსტრემალური სიცივის ფონზე ყინავენ და ორგანიზმს აცილებენ პათოლოგიურ ქსოვილს. რეკომენდებულია კანის დაავადებებისა და ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს.
უკიდურესი სიცივის მისაღებად ექიმი იყენებს შესაბამის სამედიცინო, სამკურნალო ნივთიერებას. კრიოთერაპია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც კანზე, ისე უშუალოდ სხეულში (პათოლოგიურ ქსოვილს აშორებენ როგორც კანქვეშ, ისე კანზე, კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე).
სხვადასხვა პათოლოგიის გამო ქსოვილი შესაძლოა დაავადდეს ან დაზიანდეს, შესაბამისად, ორგანიზმისთვის აღარ არის სასარგებლო და კრიოთერაპია სწორედ მსგავს შემთხვევებშია მოწოდებული. როგორც წესი, ტარდება ღია ქირურგიული ჩარევის გარეშე - პროცედურის შემდეგ პაციენტთა უმეტესობა სწრაფად უმჯობესდება და მხოლოდ მსუბუქი ტკივილი აწუხებს.
კრიოთერაპია მოწოდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ძვლის კიბო;
- საშვილოსნოს ყელის, ღვიძლის ან პროსტატის კიბო;
- კიბოსწინარე უჯრედები საშვილოსნოს ყელში;
- კიბოსწინარე კანის მდგომარეობები და კანის ადრეული სტადიის კიბო;
- რეტინობლასტომა;
- მეჭეჭები;
- კანის წანაზარდები;
- მუქი ლაქები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/21099-cryotherapy