რა მიზნით ინიშნება დერმაბრაზია?
ამ პროცედურას ირჩევენ ადამიანები, რომელთაც სურთ გლუვი კანი ჰქონდეთ. პროცედურა ეფექტურად ასწორებს აკნესგან დარჩენილ ნაწიბურებს, სხვადასხვა ტიპის ტრავმისა თუ ოპერაციის შედეგად გაჩენილ შრამებს.
კანის გაახალგაზრდავებისა და მოვლის არაინვაზიური მეთოდი ფორებს ეფექტურად ასუფთავებს ზედმეტი ცხიმებისგან, მკვდარი უჯრედებისგან. პროცედურის შემდეგ გაცილებით თვალშისაცემია ახალი და ჯანსაღი უჯრედები, რაც ვიზუალურად გლუვი კანის ეფექტით გამოიხატება.
დერმაბრაზია თავდაპირველად შეიქმნა როგორც აკნეს ნაწიბურების შესამცირებელი მეთოდი, თუმცა დროთა განმავლობაში სხვა ფუნქციებიც შეიძინა.
დერმაბრაზიის ჩვენებაა:
- ნაოჭების გასწორება;
- აკნეს ნაწიბურების გაუფერულება;
- სვირინგის მოცილება;
- ასაკობრივი და ღვიძლის ლაქები;
- მელაზმა;
- რინოფირმა;
- არასიმსივნური კანის წანაზარდები;
- მზისგან გაჩენილი ლაქები;
- სტრიები.
დერმაბრაზიით ვერ გამოსწორდება:
- ხალები;
- დამწვრობები;
- თანდაყოლილი ლაქები/ნიშნები.
დერმაბრაზია ამბულატორიული პროცედურაა, შესაბამისად, ღამით კლინიკაში დარჩენა არ გჭირდებათ. ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში, ინტენსიური დერმაბრაზიის დროს და მონიტორინგის მიზნით, მოწოდებულია ჰოსპიტალიზირება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/8309-dermabrasion