ბოტოქსი

ბოტოქსი

რა არის ბოტოქსი?

ბოტოქსი ნაოჭების გასწორების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მეთოდია.

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეთ, მაგრამ ბოტოქსი მხოლოდ ნაოჭების შესამცირებლად არ არის მოწოდებული - აღნიშნული ინექცია ინიშნება არაერთი დაავადების სამართავადაც, მაგალითად, ეს პათოლოგიებია: შაკიკი, თვალის პრობლემები, ჭარბი ოფლიანობა, ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი.

ბოტოქსის ინექციით შესაძლებელია ზურგის, კისრის, ნერვის, სახსრების ტკივილის მკურნალობა.

შედეგის შესანარჩუნებლად სასურველია კურსი განმეორდეს 3-დან 6 თვის ვადაში. ბოტოქსი ბლოკავს ნერვულ სიგნალებს და შედეგად ინექცირებული კუნთები აღარ იკუმშება. თავისთავად, ეფექტი დროებითია, თუმცა შედეგი თვალსაჩინოა რამდენიმე თვის განმავლობაში.

ნაოჭებისა და ხაზების მოსწორება შესაძლებელია შემდეგ არეში:

  • წარბი;
  • შუბლი;
  • ცხვირი;
  • თვალი;
  • ტუჩი;
  • ნიკაპი;
  • ყბის ხაზი;
  • კისერი.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/treatments/8312-botulinum-toxin-injections